LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა პოლიტიკურ პლატფორმას გამოვიყენებთ, მათ შორის საკრებულოს – ზალიკო უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა  იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც არჩვენებზე მას დაუჭირა მხარი, მადლობა გადაუხადა. ზაალ უდუმაშვილმა „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საარჩევნო დღე  შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

არჩევნებმა ტოტალური ზეწოლის ფონზე ჩაიარა

  • როგორ შეაფასებთ არჩევნებს და მის შედეგებს?

ზალიკო  უდუმაშვილი: გუშინ ყველამ კარგად ვნახეთ, რა ხდებოდა საარჩევნო უბანზე. ტოტალურად მიმდინარეობდა ამომრჩევლების ძალდატანებით მიყვანა არჩევნებზე და “ქართული ოცნების” კანდიდატის შემოხაზვა.  მმართველმა გუნდმა  არჩევნებზე ახალი სისტემა დანერგა – მაყურებელები  პირდაპირ დააყენა საარჩევნო უბნებზე, რომლებიც იქ მისული ამომრჩევლების პირად მონაცემებს იწერდნენ და ამ ფორმით მიმდინარეობდა კონტროლი, ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა. ჩვენს ამომრჩევლებს აიძულებდნენ, სახლიდან არ გამოსულიყვნენ და აშინებდნენ, ხმა არ მიეცათ.  სწორედ ამ ფონზე  დაიწერა ხელისუფლებამ ის შედეგი, რომელიც ახლა ცესკოს ვებგვერდზე დევს. ეს არის მაგალითი იმის, თუ რამდენად უსამართლოდ ჩაატარა “ქართულმა ოცნებამ”  არჩევენები.  ბუნებრივია, მე ვერ ვაღიარებ ამ შედეგებს.

მმართველმა გუნდმა არჩვენებზე ახალი სისტემა დანერგა – საარჩევნო უბნებზე პირდაპირ დააყენა მაყურებლები, რომლებიც არჩევანის გასაკეთებლად მისული ადამიანების პირად მონაცემებს იწერდნენ და ამ ფორმით აკონტროლდებდნენ, ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა.

  • რა გეგმები გაქვთ მეორე ტურთან დაკავშირებით, რომელიც რეგიონებში იგეგმება?

ზალიკო უდუმაშვილი: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არის პოლიტიკური საბჭო, რომელიც აუცილებლად შეიკრიბება უახლოეს მომავალში და მიიღებს გადაწყვეტილებას მეორე ტურებთან დაკავშირებით.

  • საკრებულოსთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ, პროტესტის რაიმე ფორმას ხომ არ მიმართავთ?

ზალიკო უდუმაშვილი: ჩვენ ახლა ყველა პოლიტიკური პლატფორმა უნდა  გამოვიყენოთ, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი საკრებულო იქნება, სადაც ჩვენი  ექვსი დეპუტატია გასული და ბუნებრივია, ისინი ჩვეულებრივად იმუშავებენ.

ჩვენ ყველა პოლიტიკურ პლატფორმას გამოვიყენებთ, მათ შორის საკრებულოს. ეს ბრძოლა დღეიდან იწყება და აუცილებლად გამაჯვებამდე მიგვიყვანს.

  • კახა კალაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მერობის კანდიდატებს თანამშრომლობა შესთავაზა, თქვენ რას აპირებთ?

ზალიკო უდუმაშვილი: ეს ღირსეული ბრძოლა რომ ყოფილიყო,  მე პირველი მივულოცავდი მას გამარჯვებას და სიამოვნებით განვიხილავდი მის წინადადებას, მაგრამ ასეთ პირობებში მისგან ვერანაირ შეთავაზებას ვერ მივიღებ.  წინასაარჩევნო პროცესში  ყველანაირი ინდიკატორი იყო იმისა, რომ მეორე ტური დანიშნულიყო. კახა კალაძე კი ყველას აიძულებდა არჩევნებზე მისვლას , რათა მეორე ტური თავიდან  აეცილებინა.

მე ვერავინ დამასწრებდა, მიმელოცა გამარჯვებული კანდიდატისთვის გამარჯვება, მას რომ ეს ღირსეულად გაეკეთებინა.