Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ყველა პაციენტი, რომელსაც “ტოცილიზუმაბი” სჭირდება, მის გარეშე არ დარჩება, სამინისტრო “რემდესივირის” ახალი რაოდენობის შესყიდვაზე მუშაობს: გაბუნია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა პაციენტი, რომელსაც “ტოცილიზუმაბი” სჭირდება, მის გარეშე არ დარჩება, სამინისტრო “რემდესივირის” ახალი რაოდენობის შესყიდვაზე მუშაობს: გაბუნია

48
თამარ გაბუნია

“რემდესივირის” ახალი რაოდენობის შესყიდვაზე სამინისტრო მუშაობს. ამ დროისთვის ქვეყანაში ამ პრეპარატის რაღაც ნაშთი ისევ არსებობს და მის გამოყენებას საქართველოში ჩვეულებრივ გავაგრძელებთ.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნია ექიმ ვახტანგ კალოიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, აჭარაში “ტოცილიზუმაბისა” და “რემდესივირის” საწყობი არ არის და მის მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემებია:

“ბოლო დროს ყველაზე მაღალი ინტერესი იყო “რემდესივირზე”. მისი გაცემის მექანიზმი არის ცენტრალიზებული, რაც ხარისხის შენარჩუნებასა და ერთიანი სტანდარტის დანერგვას ემსახურება. “რემდესივირის” ახალი რაოდენობის შესყიდვაზე სამინისტრო მუშაობს. ამ დროისთვის ქვეყანაში ამ პრეპარატის რაღაც ნაშთი ისევ არსებობს და მის გამოყენებას საქართველოში ჩვეულებრივ გავაგრძელებთ.

რაც შეეხება “ტოცილიზუმაბს”, მასთან დაკავშირებით მოწოდება ხორციელდება “როშეს“ მიერ და მისი ნაწილდება იმ კლინიკებში, რომლებშიც ამ პრეპარატს პანდემიის დაწყებისთანავე იყენებდნენ. მათ თავიდანვე შეკვეთილი ჰქონდათ ეს რაოდენობა. სამინისტრო ფასილიტაციის სახით ერეოდა და თმობდა ამ მედიკამენტს იქ, სადაც დიდი საჭიროება იყო. მაგალითად, რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც რესპუბლიკურმა საავადმყოფომ აღნიშნული პრეპარატი თავისი მარაგიდან გადასცა აჭარას, რაც წინასწარ შეკვეთის სახით მას არ განუხორციელებია.” – თქვა მან.

გაბუნიას თქმით, ყველა პაციენტი, რომელსაც “ტოცილიზუმაბი” სჭირდება, მის გარეშე არ დარჩება:

“ტოცილიზუმაბის სხვადასხვა მომწოდებელიც გამოჩნდა, რადგან “როშესგან“ სხვა მწარმოებლებმაც მიიღეს ავტორიზაცია, რათა გლობალური დეფიციტის პირობებში აღნიშნული წამლის მიწოდება უფრო გააქტიურდეს. მედიკამენტი განაწილებულია რამდენიმე კლინიკაში, თავისუფალ გაყიდვაში ის არ არის. თუკი აუცილებელი საჭიროება არსებობს, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პაციენტმა მიიღოს ეს მედიკამენტი.

ამ მედიკამენტის მიწოდებაც და გამოყენება უნდა მოხდეს კლინიკურ სივრცეში და ზედმეტი ფორიაქი იმასთან დაკავშირებით, რომ დეფიციტურია, საჭირო არ არის. ყველა პაციენტი, რომელსაც სჭირდება “ტოცილიზუმაბი”, მის გარეშე არ დარჩება. მოკლე ხანში მოწოდების პერსპექტივები უკვე გამოიკვეთა და ის დეფიციტი, რომელიც გლობალურ ბაზარზეა, ჩვენს პაციენტებს არ უნდა შეეხოს.

“ტოცილიზუმაბის” მარაგი რეგიონებში განაწილებული არ არის. ის, ძირითადად, თბილისის კლინიკებშია, რამდენიმე ქუთაისის საავადმყოფოშიც არის. აჭარაში ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც პაციენტს ის დასჭირდა და თბილისიდან ძალიან სწრაფად მივაწოდეთ.” – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები