LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ორსულს ვურჩევთ, რომ აიცრან, ამით ორსული იცავს არა მხოლოდ თავის თავს, არამედ თავის ბავშვსაც: დავით დავარაშვილი

506
დავით დავარაშვილი

ექიმი დავით დავარაშვილი ყველა ორსულს ურჩევს აიცრან და ამით დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბავშვის ჯანმრთელობაც. აღნიშნული განცხადება მან „პირველ არხთან“ საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებამ ძალიან მოიმატა, რაც განსაკუთრებით ოსრულებისთვის არის საშიში, რადგან თუ ინფიცირება მოხდა, შესაძლოა უფრო მძიმედ განვითარდეს, რაც დედისთვისაც და შვილისთვისაც პრობლემას წარმოადგენს.

მისივე განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშუალება ორსულების დასაცავად არის ვაქცინაცია.

„კოვიდ-19-მა ძალიან მოიმატა ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის, ვინაიდან ორსულები უფრო დიდ რისკს წარმოადგენენ ყოველი ინფექციის მიმართ, მით უმეტეს როცა კორონაინფექცია არსებობს იმიტომ, რომ ინფიცირების დროს, დაავადება შეიძლება, უფრო მძიმედ განვითარდეს, როგორც დედისთვის, ისევე რაღაც პრობლემა შეექმნას ბავშვს. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში არის ამის საშუალება, შემოსულია „ფაიზერი“, რომელიც დაშვებულია ორსულებისთვის. ჩვენ, ყველა ჩვენს პაციენტს, ყველა ორსულს ვურჩევთ, რომ აიცრან. ამით ორსული იცავს არა მხოლოდ თავის თავს, არამედ იცავს თავის ბავშვს და შემდგომში, როცა იგი იმშობიარებს და დაიწყებს ძუძუთი კვებას, მაშინაც პატარა არის დაცული. რატომ?! იმიტომ, რომ ხდება ვაქცინის საშუალებით ანტისხეულების გამომუშავება და დამტკიცებულია, რომ გადადის ჭიპლარის სისხლით ნაყოფთან და შემდგომში, ძუძუთი კვების დროს უკვე რძით ეს ანტისხეულები აღწევს ახალშობილში. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ პასიური იმუნიზაცია ჩავატაროთ ჩვენს პატარებთან, იმიტომ რომ აცრა პატარებისთვის ჯერჯერობით არაა მიზანშეწონილი.

როცა შემოვიდა „ფაიზერის“ ვაქცინა, ყველა ორსულს, რომლებიც არიან ჩვენთან აღრიცხვაზე და ზოგადად, ვინც გვეკითხება, ყველას ვურჩევთ რომ აიცრან, იმიტომ რომ ეს აუცილებელია. ბოლო სტატისტიკის მოხედვით, მთელს მსოფლიოში უკვე აცრილია ათიათასობით ორსული. ბევრმა იმშობიარა, ბევრი ჯერ კიდევ ორსულადაა და არავითარი გართულება, არავითარი ტერადეკონული ეფექტი, რაზეც არის დაუსაბუთებელი ჭორები, არ არის დამტკიცებული. ანუ აცრილი ორსულები უკვე დაცულები არიან ამ დაავადებისგან. რა თქმა უნდა, შეიძლება, დაინფიცირდეს ვინმე, მაგრამ მიმდინარეობს ბევრად უფრო ადვილად“, – განაცხადა დავარაშვილმა.