“ყველა მოსამართლის დანიშვნას დავადასტურებ ჩემი ხელმოწერით,” – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, განაცხადა.
“კენჭისყრის შედეგების მიხედვით შეგიძლიათ, იმსჯელოთ გადაწყვეტილებაზე,” – აღნიშნა გვენეტაძემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მოსამართლე შავაძესთან და მამისეიშვილთან იქნება შეხვედრა და ამის შემდეგ გაკეთდება კომენტარი.
როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასულ კვირას 44 მოსამართლე უვადოდ დანიშნა.