LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის

455
BeFunky-collage (3)

მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტია ჩაიკეტა. განცხადება უწყებათაშორისი საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა გააკეთა. მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის აუცილებლობა ბოლო დღეებში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ გამოიწვია.

დამატებითი შეზღუდვების დაწესება ეხება დაბა მესტიას, უშგულსა და ლენჯერს. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან იკრძალება მუნიციპალიტეტში როგორც შესვლა, ასევე გამოსვლა.

ადგილზე იფუნქციონირებს მხოლოდ აფთიაქები, სასურსათო მარაზიები, საბანკო დაწესებულებები და ღია ტიპის საკვები ობიექტები.

ხოჯევანიშვილის განცხადებით, ტურისტებს, რომლებიც მესტიაში იმყოფებიან, საკარანტინე სივრცეში გადაიყვანენ. მესტიიდან გამოსული ნებისმიერი მოქალაქე კი გაივლის სავალდებული საკარანტინე პერიოდს.

ადგილზე არსებულ მდგომარეობას და დაწესებულ რეგულაციებს პოლიცია გააკონტროლებს.

“უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები დაწესდა მესტიის მუნიციპალიტეტში. რთული ეპიდსიტუაციის გამო იზოლირდება დაბა მესტია, უშგული და ლენჯერი.

აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლაც და გამოსვლაც. მესტიაში მყოფი ყველა ტურისტი გადავა საკარანტინე სივრცეში. ვინც ტერიტორიიდან გამოვა, გაივლის სავალდებულო საკარანტინე პერიოდს. დაწესებულ შეზღუდვებს პოლიცია გააკონტროილებს. ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი” – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები