განხორციელებულმა საარჩევნო რეფორმამ, რომელიც მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობდა, საკმაოდ ახალი მოცემულობისა და რეალობის წინაშე დააყენა საარჩევნო ადმინისტრაცია და ასევე ის დაინტერესებული მხარეები, რომლებსაც საარჩევნო პროცესში აქვთ მნიშვნელოვანი ინტერესი, როლი და ა.შ, – ამის შესახებ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
ცესკოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 17 წევრიდან 9 იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ არის დანიშნული, რომლებსაც ამის უფლებას კანონმდებლობა აძლევს, მის მოადგილედ კი ოპოზიციური პარტიის, „ლელოს“ მიერ წარდგენილი კომისიის წევრი არის არჩეული, რაც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესში მრავალპარტიული ჩართულობისთვის.
მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ყველა იმ რეფორმასა და სერვისზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს.