როდის გაიხსნება მოლები, ბაზრობები და მაღაზიები – 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეწესებინა გარკვეული შეზღუდვები, საზოგადოების მხრიდან ერთ-ერთი ხშირად დასმული შეკითხვა გახლავთ სწორედ ეს.
გარკვეული შეზღუდვები 24 დეკემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 22 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდეს სრული მოცულობით.
შეზღუდვა კვლავ ეხება ბაზრობებს, რომლებიც არ გაიხსნება. კოვიდუსაფრთხოების წესების დაცვით იხსნება სავაჭრო მოლები.
რადიო “ფორტუნა” დაინტერესდა, იხსნება თუ არა მცირე ზომის მაღაზიები, რომლებიც არ არის განთავსებული სავაჭრო ცენტრებში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ, რომ ყველა მაღაზიას, რომელიც არ მდებარეობს ბაზრობის ტერიტორიაზე, აქვს გახსნის უფლება.
ყველა მაღაზია ვალდებულია, გაითვალისწინოს დამატებითი რეგულაციები:
◾ მაღაზიები იმუშავებს დილის 07:00-დან საღამოს 19:00 საათამდე;
◾ აუცილებელია მომხმარებლის რიგის მართვა;
◾ სავაჭრო ობიექტის 20კვ.მ-ზე დაიშვება მხოლოდ ერთი მომხმარებელი;
◾ მაღაზიებში არ იმუშავებს გასახდელები;
◾ როგორც მაღაზიის შიგნით, ასევე გარეთ, დაცული უნდა იყოს რიგი, დისტანცია და პირბადის სწორად ტარების წესი.
საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ სავაჭრო ცენტრებში, არამედ სხვადასხვა გამზირზე მდებარე მცირე მაღაზიებსაც ეწვიოს, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ, რეგულაციების სრული დაცვით.