LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, მანდატების დათმობას არ ვაპირებთ: უმრავლესობიდან წასული ალექსანდრე მოწერელია

72
ალექსანდრე მოწერელია

მმართველი პარტიიდან წასული ერთ-ერთი დეპუტატი, ალექსანდრე მოწერელია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას რეიტინგზე საუბრობს და “ოცნებას” ურჩევს, რეიტინგებთან დაკავშირებულ “მათემატიკაში არ შევიდეს”.

მოწერელია აღნიშნავს, რომ მანდატების დათმობას არ აპირებენ:

“პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგებს გადავხედოთ. სამივე მაჟორიტარს, ჩემი ჩათვლით, პარტიასთან შედარებით, 5-6 %-ით მეტი ხმა აქვს აღებული. ასევე, არავინ უარყოფს იმას, რომ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა და ეს ყველა კვლევით, მათ შორის IRI- ის კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, სადაც წამყვანი პოზიციები უჭირავს გიორგი გახარიას, ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძეს.

არავინ უარყოფს ამ რეიტინგებს. ამდენად, ნამდვილად არ ვურჩევდი ამ მათემატიკაში შესვლას, რადგან ეს ალბათ, მომგებიანი ნამდვილად არ იქნება მათთვის. მანდატების დათმობას არ ვაპირებთ.” – თქვა დეპუტატმა.

„ოცნებას” ძალიან ბევრმა გახარიას ხათრით დაუჭირა მხარი: შალვა კერესელიძე ყოფილ თანაგუნდელებს პასუხობს

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტის დეპუტატებმა, “ქართული ოცნების” ექვსმა წევრმა პარტია დატოვეს და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ. უმრავლესობა დატოვეს გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ.

“დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპს ვიწყებთ” – 6 დეპუტატი, რომლებმაც “ოცნება” დატოვეს