„რუსეთი მიმართავს ყველა ძალისხმევას მსხვილმასშტაბიანი საგზაო რუკის ასამოქმედებლად, რომელიც დასახულია“ , – ამ განცხადებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ უპასუხა სომხური მედიის შეკითხვას რუსეთსა და სომხეთს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ.
მარია ზახაროვა: ავიამიმოსვლის განახლება დასავლეთის სანქციებს არ არღვევს - აშშ-სა და EU-ს წარმომადგენლები არ წყვეტენ მცდელობებს, შეარყიონ სიტუაცია რეგიონში
„არ წყვეტენ თავიანთ მცდელობებს უკარნახონ თავიანთი ნება და დააწესონ თავიანთი სტანდარტები სუვერენულ სახელმწიფოებზე“.
სომხური მედიის ინფორმაციით, შეკითხვა შეეხებოდა იმას, ართულებს თუ არა ამ პროცესს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მზაობა, გახსნას კავშირი ქართულ მხარესთან.
„ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმ ამბიციური საგზაო რუკის განსახორციელებლად, რომელიც დასახულია. ეს საგზაო რუკა მოიცავს დოკუმენტებს, რომლებიც ხელმოწერილია სახელმწიფოს მეთაურებისა და ჩვენი ქვეყნების მთავრობების ეგიდით დაქვემდებარებული შესაბამისი კომისიების დონეზე. ყველაფერი კეთდება ყოველდღიურად, რომ ეს მოხდეს“. – განაცხადა ზახაროვამ.
მარია ზახაროვა: „ვცდილობთ, საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას“