LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დროის საქართველო: ვინ შეიყვანა IFFHS-მა სიმბოლურ ნაკრებში

68
Capture

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) საქართველოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. IFFHS-მა ახლახან დაიწყო პროექტი – “ყველა დროის ოცნების გუნდები”. საერთაშორისო ფედერაცია ქვეყნების სიმბოლურ გუნდებს ლათინური ანბანის მიხედვით ასახელებს. მაგალითად, იტალიის ყველა დროის გუნდი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ყველა დროის ნაკრებში მოქმედი ფეხბურთელებიდან ვერავინ მოხვდა. მეტიც, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან სიაში მხოლოდ ერთი ფეხბურთელია – კახა კალაძე. დანარჩენები კი ძველი, საბჭოთა პერიოდიდან არიან. სიაში არც გიორგი ქინქლაძეა და არც ეროვნული გუნდის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე.

საქართველოს ყველა დროის ნაკრები ასე გამოიყურება.

საქართველო (4-3-3): ანზორ კავაზაშვილი – რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე – თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია – სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები