“ფინკა ბანკი” განაგრძობს მომხმარებლებისთვის განახლებული პროდუქტებისa და სერვისების შეთავაზებას. ამჯერად, ბანკი პაკეტური შეთავაზების სახით მომხმარებელს სხვადასხვა დისტანციურ პროდუქტსა და სერვისებს ერთის ფასად სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” ”ფინკა ბანკიდან” აცნობეს, პაკეტური შეთავაზება „ონლაინ“ და „ონლაინ+“ მოიცავს შემდეგ საბანკო პროდუქტსა და მომსახურებას: VISA ELECTRON ან VISA CLASSIC ბარათი, ინტერნეტ ბანკინგი, ტელეფონ ბანკინგი, SMS მომსახურება, ავტომატური დავალება და ა.შ.
მათივე ინფორმაციით, პაკეტური შეთავაზება ახალი შესაძლებლობაა, რომ მომხმარებელმა დისტანციურად, მარტივად მართოს საბანკო ანგარიშები და განახორციელოს ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციები.
თამარ სოფრომაძე, საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი:
„პაკეტური შეთავაზების შექმნის მიზანი იყო მომხმარებლებისათვის გაგვემარტივებინა ბანკთან ურთიერთობა, მიგვეწოდებინა სრული საბანკო სერვისები დისტანციური არხების საშუალებით, რაც დაზოგავს მომხმარებლების დროს და მომსახურების პროცესს უფრო ეფექტურსა და კომფორტულს ხდის. აღსანიშნავია, რომ საპაკეტო მომსახურების არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელი ზოგავს არამარტო დროს, არამედ ფულსაც, ვინაიდან რამდენიმე საბანკო პროდუქტით ერთდროულად სარგებლობს და იხდის მხოლოდ ერთის საფასურს. დისტანციური არხების გამოყენება მომხმარებლებისათვის კომფორტული და მომგებიანია“.