LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დეტალი Jaguar-ის პირველი სპორტქარის შესახებ

65

I-Pace – ყველა დეტალი Jaguar-ის პირველი სპორტქარის შესახებ. ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა პირველი ელექტრონული ქროსოვერი წარმოადგინა. ავტომობილი ბაზარზე 2018 წლისთვის გამოვა და ერთი დამუხტვით მას 480 კმ-ს გავლა შეეძლება. ავტომობილის გაბარიტული სიგრძე 4682 მილიმეტრი, სიგანე – 2011 მმ, ხოლო სიმაღლე კი – 1565 მილიმტრია. მოდელის წონა 2133 კილოგრამია. I-Pace 49 მილიმეტრით უფრო მოკლე და 87 მმ-ით უფრო დაბალია ვიდრე F-Pace, თუმცა წონით სიახლე 272 კგ-ით უფრო მეტს იწონის. ელ-მობილის სალონიც ბევრად უფრო კომფორტული იქნება და სხვადასხვა გაჯეტების შესანახად სპეციალური ადგილი იქნება გამოყოფილი. საბარგულის მოცულობა 656 ლიტრია, გარდა ამისა, წინა ნაწილში, ძრავის სიახლოვეს დამატებით 27 ლიტრიანი საბარგულიცაა განთავსებული. საინტერესოა, რომ სიახლის მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ია და მისი ელემენტის მთლიანად დამუხტვას 10 საათი სჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები