LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დასკვნაში ნათლადაა მითითებული, რომ არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე ჩაიარა: ზაალ უდუმაშვილი

62
ზაალ უდუმაშვილი

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” დასკვნას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ იყო მომზადებული ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ეხმიანება.

მისი განცხადებით, ყველა დასკვნაშია ხაზგასმული ის დარღვევები, რომლის ფონზეც არჩევნები ჩატარდა.

IRI-ის შეფასებით, არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული იყო: მამუკა მდინარაძე

“ყველა დასკვნაში არის ნათლად და პირდაპირ მითითებული, რომ არჩევნებმა ჩაიარა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე და დეტალურად იყო აღწერილი ყველა ის დარღვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების პერიოდში. ეს ყველაზე კარგად იცის საქართველოს მოსახლეობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც უშუალოდ ვიყავით ჩართული არჩევნებში. ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ასახავს იმას, რომ დიახ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ისეთი არჩევნების ერა, სადაც მუდმივად იქნება განხილვის თემა, რომ ეს იყო გაყალბებული და ძალით მიტაცებული ხელისუფლება,”- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.