LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ახალ ავტომობილს შესაძლოა “ალკო-გასაღები” დაუმონტაჟონ

75
2270a43b5c90bc33620a1bbe339663e8073fd35a

აშშ-ს კონგრესი სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რომ ავტომწარმოებლებს ახალი ავტომობილების ე.წ. ალკო-გასაღებით აღჭურვა მოსთხოვოს. ალკო-გასაღები ეს არის მოწყობილობა, რომელიც ძრავს არ აამუშავებს მანამ სანამ მძღოლი ალკოტესტს არ გაივლის, ამის გაკეთება კი უკონტაქტო სისტემის დახმარებით იქნება შესაძლებელი. თუკი ამოსუნთქულ ჰაერში ალკოჰოლის კონცენტრაცია ნორმაზე მაღალი იქნება, ძრავა უბრალოდ დაიბლოკება.

სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, აშშ-ს მთავრობას გზებზე უსაფრთხოების გაზრდა სურს და ალკო-გასაღები დაგეგმილ ცვლილებათა შორის მხოლოდ ერთ-ერთია. გზებზე უსაფრთხოების მართვის ნაციონალური სააგენტოს (NHTSA) ინფორმაციით, არაფხიზელი მძღოლების გამო ყოველწლიურად 10 ათასი ადამიანი იღუპება, რაც მსხვერპლით დასრულებული ავტო-საგზაო შემთხვევების 30%-ს შეადგენს.

კონგრესმენები აქტიურად მუშაობენ, რომ იპოვონ მაღალტექნოლოგიური გზა, რომელიც მძღოლებს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს ავტომობილის მართვის საშუალებას არ მისცემს. სწორედ ამიტომ, ალკო-გასაღები სავალდებულო ნორმა შესაძლოა 2026 წლიდანაც კი გახდეს.

შესაბამისი კანონის მიღების შემთხვევაში, სპეციალისტები 5 წლის განმავლობაში აქტიურად იმუშავებენ, რომ ავტომობილებში მასობრივად გამოსაყენებელი ტექნოლოგია შექმნან. უსაფრთხოების გასაზრდელად აშშ-ს ბიუჯეტიდან 17 მილიარდი დოლარია გამოყოფილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები