საცალო ვაჭრობის სკანდინავიური ბრენდი – “იუსკ გრუფ”-ი მომხმარებელს საგაზაფხულო აქციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნას” “იუსკ ფრანჩაიზ საქართველო”-დან აცნობეს, თბილისში ”იუსკის” მაღაზიაში 10 მარტამდე მისულ მომხმარებელს 30%-იანი ფასდაკლება და განახლებული კოლექცია ელის. ამასთან, 8 მარტს ”იუსკი” ქალბატონებს სპეციალურ სიურპრიზსაც უმზადებს.
” 8 მარტს ”გარდენია შევარდნაძე” მორთავს ჩვენი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიას და ყველა ქალბატონს, ვინც შენაძენს გააკეთებს ჩვენს მაღაზიაში, დავუმზადებთ ყვავილების ულამაზეს გვირგვინებს. ასევე, იქნება დამატებით საჩუქრებიც, რასაც ამ ეტაპზე სიურპრიზად დავტოვებთ”,– განაცხადეს “იუსკ ფრანჩაიზ საქართველო”-ში.
ცნობისთვის, ”იუსკი” (JYSK) არის გლობალური საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს “ყველაფერი სახლისთვის” პრინციპით. პირველი მაღაზია მისმა მფლობელმა ბნ. ლარს ლარსენმა დანიაში, ქ. ორჰუსში 1979 წელს გახსნა. ამ ეტაპზე“იუსკ გრუფ”-ს 43 ქვეყანაში 2 300-ზე მეტი მაღაზია აქვს 20 000-ზე მეტი თანამშრომლით. ამ ჩამონათვალს 44-ე ქვეყნის სტატუსით საქართველოც შეუერთდა. ქართული ფილიალი თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, 36 ნომერში მდებარეობს.