LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარლის მუნიციპალიტეტში ორ კერაზე გავრცელებული ხანძარი ლიკვიდირებულია

99
270311691-309263671236359-4141116310482862297-n

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში ორ კერაზე გავრცელებული ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ ეტაპზე ადგილზე ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.

ცეცხლი ახალსოფლის სიახლოვეს, ტყეში გუშინ გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ინფორმაციის მიღებისთანავე მოახდინეს. ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო ორ კერად, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ქრობის სამუშაოები ცოცხალმა ძალამ ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით დაიწყო. სიტუაციის შეფასების შემდეგ კი მოხერხდა კერების სიახლოვეს სპეციალური ტექნიკის მიყვანა.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები ახალსოფლის ტყეში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები