ჟურნალისტი დარეჯან მეფარშვილი რობოტის სოფიას ვიზიტის შესახებ სკეპტიკურ სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ქართველები ტექნიკურ უნივერსიტეტში ფიზიკოსების აღმოჩენებს ასეთივე აღფრთოვანებით არ ვეგებებით.
გთავაზობთ ჟურნალისტის პოსტს:
„რა საყვარლები ვართ ქართველები, მივახტით რობოტ სოფიას, ტაშს ვუკრავთ, შევციცინებთ ჩამქრალ თოლებში, ლამის სახლში ჩავიწეროთ, მოვემსახუროთ კიდეც…
და აგერ, აქვე, ყურისძირში, სააკაძის მოედანთან, ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკიოსების ხელმძღვანელობით, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლების მოსაწავლეებმა (11-15 წლის ბავშვებმა) რობოტები გამოიგონეს და შექმნეს, ყირაზე დადგა “ნასა”, დიპლომს დიპლომზე აძლევენ ბავშვებს, პირველი ადგილის გარდა სხვა ადგილი არ არსებობს ამათთვის <3 დანიის პრინცის შვილებს კი ჩვენი ბავშვების გამოგონილი რაკეტა სახლში უნდოდა წაეღო, საკუთარი თვითმფრინავი მაქვს, წაღების პრობლემა არა მაქვს და გამატანეთო…
ფიზიკოსმა, პროფესორმა დავით სონღულაშვილმა, სასწავლო პროგრამის მიხედვით, სკოლის მოსწავლეებისთვის, აი, იმ ბავშვებისთვის ვინც რეგიონებში ცხოვრობს და ფულიც რომ ჰქონდეთ, ყოველ დღე ვერ ივლიან თბილისში, რეალური და რეალურ-ვირტუალური ამოცანების ლაბორატორია შექმნა ისეთი, უცხოელები გაოგნებულნი არიან – ანალოგი მსოფლიოში არა აქვს!!
ქართველებმა გამოიგონეს, ქართველებმა! ანალოგი რომ არ აქვს მსოფლიოში ისეთი რამ, აგერ, აქვე, არც თუ ისე შორს ტელევიზიებიდან 😉
სოფიას პრესკონფერენციაზე მიკროფონები და დიქტოფონები დაიყრება ოხრად, დარწმუნებული ვარ, მე კიდევ ქართველი გამომგონებლების თემას რომ შევთავაზებ ჩვენს მედიას, რეკლამაში გადისო, მააშ 😉
ვახ, კაცოო, მოდი და ნუ გაგეცინება…
სოფია, სოფია, ეს რა ქმენ გოგოოო…“