კახეთის რეგიონში, დღევანდელი მონაცემებით, 94 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 105 მლნ ლარს გადააჭარბა. ყურძენი ღვინის კომპანიებს 12 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
მათივე ცნობით, აქტიური რთველი უახლოეს დღეებში საგარეჯოში გადაინაცვლებს, რაც ნიშნავს, რომ კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რთველი დასასრულს უახლოვდება.
”მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 44,3 ათასი ტონა რქაწითელი, 42,8 ათასი ტონა საფერავი, 2,85 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 3,8 ათასი ტონა შეადგინა. მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელში გადამუშავებულია – 30,3 ათასი ტონა, გურჯაანში – 26 ათასი ტონა, თელავში – 17,7 ათასი ტონა, სიღნაღში – 8,7 ათასი ტონა, ლაგოდეხში – 3,1 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში – 2,3 ათასი ტონა, ახმეტაში – 3 ათასი ტონა და საგარეჯოში – 2,8 ათასი ტონა”, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.