წლის სიმღერის კონკურსს „ოქროს ტალღა“ რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ უკვე მესამედ ატარებს. შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, „ოტიუმში“, საზეიმო დაჯილდოებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომელთაც კომპეტენტური ჟიური შეარჩევს. ასევე დასახელდება „ხალხის რჩეულიც“. „ოქროს ტალღის“ საიტზე ამ დრომდე გამოკითხვა მიმდინარეობდა, სადაც უკვე გამოიკვეთა ათეული სიმღერებისა, რომლებსაც ხალხის რჩეულის ტიტულის მიღების შანსი გაუჩნდათ.
თუმცა რადიოჰოლდინგის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ინტერნეტრჩეულის ლიდერობას, საბოლოო ჯამში, განაპირობებს არა მხოლოდ ამ გამოკითხვის შედეგები, არამედ ოთხივე რადიოსადგურის ჩარტებში მოწინავე პოზიციები და „იუთუბის“ ნახვები. ეს ყველაფერი დაჯამდება და ამგვარი წესის მიხედვით გამოვლინდება ხალხის რჩეული, რომელსაც შემაჯამებელ საღამოზე დააჯილდოვებენ.
შეგახსენებთ, რომ მთავარ, წლის სიმღერის კატეგორიაში გამარჯვებულს ელოდება ფულადი ჯილდო, 5000 ლარის ოდენობით.