LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, შემდგომი თვენახევარი არის ძალიან კრიტიკული ჩვენი ქვეყნისთვის: ბიძინა კულუმბეგოვი

241
ბიძინა კულუმბეგოვი

მცდარია მოსაზრება, თითქოს ომიკრონის შტამი შემსუბუქებულია, – ამის შესახებ ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ქვეყნისთვის მომავალი თვენახევარი კოვიდ-კრიტიკული, რადგან ომიკრონი სწრაფად ვრცელდება და სტაციონარებში პაციენტების მოხვედრის რისკებიც ძალიან მაღალია.

“ომიკრონი“ ისე არ არის, რომ კოვიდი დასუსტდდა და არ არის მკვლელი ვირუსი. ის, როგორც გრიპის ვირუსი, დაახლოებით 1000 დაავადებულიდან 1-2 ადამიანის სიკვდილობას მაინც იწვევს”

“პირბადის გამოყენების 80%- იანი მაჩვენებელი, საზოგადოებრივი თავშეყრისგან თავის არიდება, ბუსტერ დოზების გამოყენება და ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვა – მედიკოსების განცხადებით, ომიკრონის მძლავრად გავრცელებისგან და ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგებისგან, მოსახლეობას ნაცნობი რეკომენდაციები დაიცავს.” – აცხადებს იმუნოლოგი.

მისი თქმით, რაც მეტი ადამიანი დაავადდება, შესაბამისად მეტი იქნება გარდაცვლილიც და ჰოსპიტალიზებულიც.

“ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ არც ერთი წუთით – შემდგომი თვენახევარი, 2 თვე არის ძალიან კრიტიკული ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.