LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყუნწიანი მარწყვი შესაძლოა სერიოზული დაავადების გამომწვევი იყოს“ – ინფექციონისტის გაფრთხილება

2740
ბუწ

ყველამ კარგად ვიცით, რომ ხილი და ბოსტნეული თუ კარგად, გამდინარე წყალში არ გაირეცხა, ბაქტერიების გადამტანი ხდება და ადამიანს აავადებს. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი იმ საშიშროებაზე გვაფრთხილებს, რაც შეიძლება ტორტით მარწყვის მორთვას მოჰყვეს.

ბუწაშვილი ამბობს, რომ ყუნწებთან ერთან მარწყვის სათანადოდ გარეცხვა შეუძლებელია, კრემში კი ბაქტერიები მარტივად მრავლდებიან და ადამიანები ხშირად ინფიცირდებიან ხოლმე.

„ზოგი ახირებად მითვლის, მაგრამ წლებია მაწუხებს ყუნწიანი მარწყვების ნახვა კრემიან ტორტებზე. შეუძლებელია მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადექვატურად გაირეცხოს. აღარაფერს ვამბობ ბაქტერიებზე, რომლებსაც დიდი შანსი აქვთ იქ არსებობის, ყუნწის მოცილებისას ხილული ჭუჭყიც შეიმჩნევა ხოლმე. ახლა, რა თქმა უნდა, კორონავირუსის კონტექსტში არ ვწერ ამას, ჩვეულებრივ ბაქტერიებს ვგულისხმობ, რომლებიც ადვილად აინფიცირებს ადამიანს, თუ ხილი და ბოსტნეული კარგად არ არის გარეცხილი გამდინარე წყლით. ასევე ადვილად მრავლდება ბაქტერიები კრემში და სერიოზულ დაავადებებს იწვევს (საკვებისმიერი ინფექციები). არაერთხელ გამიგია, რომ ადამიანი მარწყვმა “მოწამლა”. ასევე ხშირია კრემიანი ნამცხვრებით “მოწამვლის” შემთხვევებიც.

მოკლედ, განსაკუთრებით ამ ეპოქაში, როდესაც ადამიანებმა ისეთი უცნაური და არასაჭირო ქცევა დაიწყეს, როგორიცაა პროდუქტების შეფუთვების დეზინფექცია და ხილის და ბოსტნეული საპნით რეცხვა, ყუნწიანი (ანუ ფაქტიურად ცუდად გარეცხილი) მარწყვი თავმომწონე ტორტზე კიდევ უფრო გასაკვირია“, – წერს ბუწაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები