„ყოველთვის, როცა ხდება გააქტიურება ჩემი შვილის გარედან, აქედან უცებ ჩნდება რაღაც მორიგი სიბინძურე, რომ გადაფარონ ის კარგი, რაც მოხდა იქ,“ – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ვივა მედში“ მომხდარი ინციდენტის გამო საქართველოს მთავრობა გადახედავს პოლონელი ექიმების მონაწილეობის საკითხს.
„მთელი ეს თითქმის ორწლიანი ყოფნა ჩემი შვილის ციხეში, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ ჩემი შვილი როგორმე მოიშორონ თავიდან, ანუ მოკლან. ამას ემსახურებოდა მისი მოწამვლა, ამას ემსახურებოდა მისი წამება და ყველაფერი რაც მან გამოიარა.
ახლა ადამიანი არის უკიდურეს მდგომარეობაში, ამას მე ვხედავ ყოველ შესვლაზე, კახექსიური, ძვალი და ტყავია ფაქტია“, – ამბობს გიული ალასანია.
ნინო ნადირაძე: შალვა ხაჭაპურიძეს დაერიცხა თუ არა ფული, უმალ ცინცხალი ტყუილი გამოაცხო