ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კოვიდისგან დასაცავად 6 მარტივად შესასრულებელ წესს გვახსენებს, რომლებიც ინფიცირების შემცირებისა და რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, მოსახლეობამ თითქოს მიივიწყა.
“ყოველკვირეულად ათასობით ადამიანი კვლავ იღუპება COVID-19-ით. COVID-19-ით დაავადებული 10-დან 1-ს მაინც ემართება ხანგრძლივი COVID-ი. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ჯანმრთელობას. დაიცავით საკუთარი თავი და სხვები 6 მარტივი ნაბიჯის გადადგმით:
- ჩაიტარეთ აცრა
- დაიცავით უსაფრთხო დისტანცია
- ატარეთ ნიღაბი
- დაიფარეთ ცემინება/ხველას დროს
- გახსენით ფანჯრები
- გაიწმინდეთ ხელები”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.