LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველი წამი გადამწყვეტი იყო.. კოტეჯებიდან ადამიანის განწირული ხმა ისმოდა.. ერთი ადამიანი სტვენდა კიდეც თურმე, შველას ითხოვდა“ – ლანა ჯელაძე

1223
Untitled design (7)

შოვში, სტიქიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“ მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ იმ მომენტში, ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი განცხადებით, მეწყერს მის თვალწინ მიჰქონდა ადამიანები.

„ხიდზე რომ შემოვდექით მახსოვს, რომ წინა მხარეს გაჩერდა მანქანა და რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა. მახსოვს ბიჭი და გოგო. შემდეგ კოტეჯების მხრიდან მორბოდნენ კიდევ გოგო და ბიჭი, ხიდზე რომ შემოვიდა ეს შავი მასა და შიგნით რომ მოვექეცით ყველა, ამის შემდეგ ჩემი ოჯახის წევრების გარდა, ვეღარავის ვხედავდი. ეს ადამიანები წამიერად გაქრნენ. ხიდზე საკმაოდ ბევრი ადამიანი ვიყავით, ხიდის დაბლა, კალცის წყლებთანაც უამრავი ადამიანი იყო და რომ გადავიხედე კალცის წყალთან, ის ტერიტორიაც უკვე მიჰქონდა. როგორც წეღან ვთქვი, მანქანებიანად მიჰქონდა ხალხი. ყველაზე მეტად რაც მახსოვს არის ის, რომ კაცი წაიღო ხიანად. შემდეგ რომ შევედით ამ მასაში, ჩემი ძმაც ამბობს, მაშო რომ გადაჰყავდა, კოტეჯებიდან ჯერ კიდევ ისმოდა ადამიანების განწირული ხმა, ერთი ადამიანი სტვენდა კიდეც თურმე, შველას ითხოვდა. ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა“, – ამბობს ჯელაძე.

 

 

მეწყერს გადარჩენილი ლანა ჯელაძე სტიქიის პირველ წუთებს იხსენებს

„კოტეჯებიდან ჯერ კიდევ ისმოდა ადამიანების განწირული ხმა,“ — მეწყერს გადარჩენილი ლანა ჯელაძე სტიქიის პირველ წუთებს იხსენებს

Posted by Formula • ფორმულა on Monday, 14 August 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები