LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველი მეორე Mercedes-Benz ჩინეთში იყიდება

26
mercedess

Mercedes-Benz-მა 2022 წლის მესამე კვარტალი შეაფასა, გაყიდვების მოცულობა და გეოგრაფია დააკონკრეტა. ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით ავტომწარმოებელმა მთელ მსოფლიოში 520 100 ავტომობილის რეალიზება შეძლო. ამ მანქანების ნახევარი ჩინელ კლიენტებს გაუგზავნეს. ამასთან, გლობალური გაყიდვები 20%-ით გაიზარდა და წლის ბოლოდან დღემდე აწყობილი მანქანების რიცხვი ნახევარ მილიონზე მეტია.

ჩინეთი – Mercedes-Benz-ისთვის უდიდესი ბაზარია. მესამე კვარტალში იქ 206 800 ავტომობილი გაიყიდა. შედარებისთვის ევროპაში მხოლოდ 152 700 მანქანის რეალიზება მოხერხდა, ჩრდილოეთ ამერიკაზე 83 200 მოდელის.

თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ეს წელი წინა წლისგან ცოტა ჩამორჩება, რადგან გასულ წლის 9 თვის ჯამში ჩინელებმა 592 200 მანქანა იყიდეს, ანუ წლევანდელზე 5%-ით მეტი.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩინელები უფრო მეტად ინტერესს ყველაზე ძვირადღირებული „მერსედესების“ მიმართ იჩენენ ხოლმე. პანდემიის დროსაც კი იქ 600-700 Mercedes-Maybach S-Class იყიდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები