LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყოველი დილა იწყება ცრემლებით და ღამე შენი სურათების გარემოცვაში ჯოჯოხეთია” – კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა

520
BeFunky-collage (4)

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა ადვოკატი, გაიოზ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ემოიცურ პოსტს ქვეყნებს.

როგორც ის აღნიშნავს, ფეხბურთელის გარდაცვლაებიდან უკვე 40 დღე გავიდა.

“ჩემო ვახო სიტყვები არ მყოფნის 40 დღეა უკვე შენ ჩვენ გვერდით აღარ ხარ.

ყოველი დილა იწყება ცრემლებით და ღამე შენი სურათების გარემოცვაში ჯოჯოხეთია.

თავს ვაძლევ იმის უფლებას, რომ სადმე გაცილებ და ველოდები შენთან შეხვედრას.

როცა შენი ხმა მენატრება გიჟივით ვუსმენ შენს ხმას, მაგრამ აუტანელია უშენობა და როდის დამთავრდება ეს ჯოჯოხეთი, რომ შენთან მოვიდე პირნათელი.

მალე შეხვედრამდე ჩემო ძმა და მეგობარო.

შენი გაიოზა”-წერს გაიოზ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები