LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველი დღე სკოლაში სიკვდილისკენ მიმავალი იყო – ლგბტ აქტივისტი კომიტეტზე (ვიდეო)

157

“დღემდე მძულს სკოლაში ფეხის მიდგმა, იმიტომ, რომ ჩემთვის ყოველი დღე იყო საშინელი, ყოველი დღე სიკვდილისკენ მიმავალი იყო,”- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე “თანასწორობის მოძრაობის” აქტივისტმა თაზო სოზაშვილმა აღნიშნა.

„მე დღეს ვერ ჩავდივარ, ჩემი მშობლების, ჩემი დედის, ჩემი ბებიის სანახავად, აი მაგით განვსხვავდებით მე და თქვენ. 12 წელი ვიყავი სკოლაში ბულინგის მსხვერპლი. დღემდე მძულს სკოლაში ფეხის მიდგმა, იმიტომ, რომ ჩემთვის ყოველი დღე იყო საშინელი, ყოველი დღე სიკვდილისკენ მიმავალი იყო. დღეს კახეთში ჩემს მშობლებთან არ შემიძლია მისვლა. იმიტომ, რომ საფრთხისშემცველია. ეს არის განსხვავება ჩემსა და თქვენ შორის. თქვენ ვერასოდეს, ვერასოდეს ვერ გაიგებთ ამას, ვერასდროს გაიგებთ იმას, რად მიჯდება აქ დგომა და ამის საუბარი, რადგან ძალიან დიდი პრობლემები შემექმნება ამის გამო და ამას ვერასდროს ვერ გაიგებთ, იმიტომ, რომ თქვენ ხართ თეთრი, ჰეტეროსექსუალი ადამიანები, რომლებსაც ეს პრივილეგია გაქვთ სულით ხორცამდე. მეზიზღებით “- თქვა სოზაშვილმა.

დღეს ლგბტ აქტივისტებმა სოფო კილაძის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს, რადგან კომიტეტმა სამოქმედო გეგმით გაწერილი 17 მაისის აღნიშნვნა გადაიფიქრა. აღნიშნულის მიზეზებზე სოფო კილაძემ არ ისაუბრა.

კომიტეტის სხდომამდე ლჰბტ პირებმა პარლამენტის წინ აქციაც გამართეს,  რომელსაც მართლმდიდებელ მშობელთა კავშირმა კონტრაქციით უპასუხა. მათ ლგბტ აქტივისტებს კვერცხები დაუშინეს. პოლიციამ გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანმხლები პირები დააკავა. შსს-ში განაცხადეს, რომ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით, სამი პირია დაკავებული.