LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყოველი დღე შეიძლება იყოს უკანასკნელი” – ილია სამოილენკო ქარხანაში არსებულ შემზარავ პირობებზე საუბრობს

630
BeFunky-collage (17)

“აზოვის” პოლკის წევრი, ლეიტენანტი ილია სამოილენკო Sky News-თან ინტერვიუში “აზოვსტალის” ქარხანაში არსებულ შემზარავ პირობებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ “ყოველი დღე შეიძლება უკანასკნელი იყოს” .

“დაშავებული და დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა ძალიან მაღალია და სამხედროები იმსახურებენ სათანადო ზრუნვას. არავინ ელოდა, რომ ამდენ ხანს გავუძლებდით რუსების წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ მაინც ვიბრძვით.

ჩვენ ვიღებთ დიდ მსხვერპლს, განვიცდით დანაკარგებს,  ადგილზე მყოფებს აქვთ უკიდურესად შეზღუდული რესურსები და მიაჩნიათ, რომ ყოველი დღე, შეიძლება იყოს უკანასკნელი. ამის შედეგი შეიძლება იყოს დატყვევება მტრის მიერ, რაც ჩვენთვის სიკვდილს ნიშნავს. ჩვენი სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩვენი ბრძოლა – ყველაფერს”, – აცხადებს დაზვერვის ოფიცერი ილია სამოლიენკო.

გუშინ, 10 მაისს, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ირინა ვერეშჩუკმა, რომ ათასზე მეტი უკრაინელი მეომარი რჩება „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელიც წინააღმდეგობის ბოლო კერაა თითქმის სამ თვიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ, რამაც სრულიად გაანადგურა ქალაქი.

პუტინის „სამხედრო ოპერაცია“ ყოველდღიურ კრახს განიცდის – როგორ შეიძლება გაგრძელდეს ომის მეორე ფაზა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები