LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყოველდღიურად, სულ მცირე, ჩვენს 5 შვილს კლავენ” – უკრაინაში ომს უკვე 103 ბავშვი ემსხვერპლა

98
fortuna.ge (1)

ომის მიმდინარეობის მანძილზე, 20 დღის განმავლობაში უკრაინაში 103 ბავშვი დაიღუპა.

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში დაიჭრა 100-ზე მეტი ბავშვი.

ირინა ვენედიქტოვა მონაცემებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან ყველაზე ცხელ წერტილებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პროკურორებსა და სამართალდამცველებს არ აქვთ შესაძლებლობა, დაბომბვის ადგილები შეისწავლონ.

“დამპყრობლები ყოველდღიურად, სულ მცირე, ჩვენს 5 შვილს კლავენ. დღეს დილით ოფიციალურმა რიცხვმა კრიტიკულ და საშინელ ზღვარს – 100-ს გადააჭარბა.

აგრესორებმა დაბომბეს 400-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება, აქედან 59 სრულად განადგურებულია”, – აღნიშნულია პროკურორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვენედიქტოვა მიმართავს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებში და სპეციალურ წარმომადგენელს ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებში, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები.

დღესვე უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ომის მიმდინარეობის დროს დაბადებულების შესახებაც გამოაქვეყნა მონაცემები – ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 11 000-მდე ბავშვი დაიბადა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: