„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ დაპირებული ვაქცინების 1 მილიარდი დოზა არასაკმარისია. აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი.
„ეს დიდი დახმარებაა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი და უფრო სწრაფად გვჭირდება. ახლა ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვაქცინების გლობალური განაწილება მიმდინარეობს. ყოველ დღე 10 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ამ ადამიანებს ვაქცინა ესაჭიროებათ და ესაჭიროებათ ახლა, და არა შემდეგ წელს,“- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სურს, „დიდი შვიდეულის“ მომავალი წლის სამიტამდე მსოფლიო მოსახლეობის 70%-ი იყოს აცრილი.
„ამის განსახორციელებლად ჩვენ 11 მილიარდი დოზა გვჭირდება. „დიდ შვიდეულსა“ და „დიდ ოცეულს“ შეუძლიათ ეს შესაძლებელი გახადონ,“- განაცხადა ჯანმოს-ს ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, გაერთანებულ სამეფოში გამართულ სამიტზე „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, 2022 წლის ბოლომდე მსოფლიოს ქვეყნებს ვაქცინების 1 მილიარდ დოზას გაუნაწილებენ.