მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები, – „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის.
„მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები, ვინაიდან ძალიან მჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შესძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. მე იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია. ამ მომენტისთვის მხარეებს შორის დიალოგს ვერ ვხედავ. ესაუბრეთ ერთმანეთს.
პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენ შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი იყოს“, – აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.