Youtube-ს ვაჭრობის ფუნქცია დაემატება. მომხმარებლებს პროდუქტის შეძენა Youtube Shorts-ის ყურებასთან ერთად შეეძლებათ.
როგორც YouTube-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ფუნქცია ტესტირების რეჟიმშია და მისი ხელმისაწვდომობის არეალის გაზრდას გეგმავს.
პროდუქტზე თეგების გაკეთება ვიდეოს იმ ავტორებს შეეძლებათ, რომლებიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ. ყიდვის ფუნქცია კი ხელმისაწვდომი, შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, ბრაზილიაში, კანადასა და ავსტრალიაში იქნება.
YouTube ასევე ცდის საკომისიოს გადახდის ახალ სქემებს ინფლუენსერებისთვის, რომლებიც სარეკლამო ბმულს თავიანთ ვიდეოში განათავსებენ.
Youtube Shorts-ის ყოველთვიური მომხმარებლების რიცხვი 1.5 მილიარდამდე გაიზარდა. ამ წარმატების მიუხედავად, YouTube-ის კვარტალური სარეკლამო შემოსავალი 1,9%-ით შემცირდა. პლატფორმა ვაჭრობის ფუნქციის დამატებას დანაკლისის შევსების ალტერნატიულ საშუალებად განიხილავს.