Youtube -ს მუშაობაში შეფერხებებია. ვიდეოპორტალის მომხმარებლების თქმით, სერვისი არ მუშაობს ან არასწორად მუშაობს. ხარვეზის შესახებ Downdetector-ი წერს.
პორტალის ცნობით, სერვისი შეფერხებებით მუშაობს საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, უკრაინაში, რუსეთში, აგრეთვე აშშ-სა და იაპონიაში.
პრობლემები ძირითადად ვიდეოს ჩატვირთვისას, ტრანსლაციისას და ექაუნთში შესვლისას ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პორტალს ამ დროისთვის ხარვეზები არ აქვს.