Young Thug-მა სადებიუტო სტუდიური ალბომის გამოსვლის შესახებ განაცხადა. So Much Fun – ასე ჰქვია დისკს, რომლის გარეკანის ფოტო ამერიკელმა რეპერმა ,,ინსტაგრამზე” ატვირთა.
აღსანიშნავია, რომ ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა ფირფიტის რელიზი საკუთარ დაბადების დღეს დაათხვია. 16 აგვისტოს ის 27 წლის იუბილეს იზეიმებს.
ცნობისთვის, Young Thug-ის პირველი კრებულის ლიდ სინგლი – The London, რომელიც მან J. Cole-თან და ტრევის სკოტთან თანამშრომლობით ჩაწერა, 23 მაისს გამოვიდა. სიმღერის კლიპის პრემიერა 2 აგვისტოს შედგა.