Young Thug-მა ,,ტვიტერზე” ხმაურიანი განცხადება გააკეთა.
არასტანდარტული ვოკალური სტილით, გარეგნობითა და ხასიათით ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა, თავდაპირველად შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 4 ივლისი მიულოცა, შემდეგ კი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადა.
მადონას პროტესტი - როგორ აღნიშნეს ვარსკვლავებმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღე (ფოტო)
4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა.
27 წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა ვიცე-პრეზიდენტის ვინაობაც გაამხილა. როგორც ახალგაზრდა ვარსკვლავმა ,,ტვიტში” აღნიშნა, მნიშვნელობით მეორე პირი აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მისი კოლეგა – Gunna იქნება.
Happy 4th MR. president @realDonaldTrump
— Young Thug ひ (@youngthug) July 4, 2019
I’m running for president 2024 @1GunnaGunna will be the vice!
— Young Thug ひ (@youngthug) July 4, 2019
შეგახსენებთ, რომ მსგავსი განცხადება 2015 წელს, MTV Video Music Awards-ზე, კანიე უესტმაც გააკეთა. რამდენად სერიოზულად ფიქრობს კიმ კარდაშიანის მეუღლე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობას, ჯერჯერობით უცნობია.