LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილმა მთავარსარდლმა მოაწყო “კლოუნადა” და შექმნა ილუზია თითქოს საქართველოში დაბრუნდა: გია აბაშიძე

414
abashidze misa (1)

პოლიტოლოგი გია აბაშიძე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით არის კლოუნადა, რითიც ყოფილმა პრეზიდენტმა შექმნა ქვეყანაში დაბრუნების ილუზია. ეს განცხადება ანალიტიკოსმა “ფორტუნას” ეთერში გააკეთა.

როგორც აბაშიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა აჭარაში, სააკაშვილი მშრალ ბულვარში სეირნობდა.

“სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი კადრულობს ასეთ ტყუილს თავისი ამომრჩევლის თვალში ნაცრის შეყრის მიზნით” – გია აბაშიძე

“ფორტუნას” კითხვაზე, თუ სააკაშვილი მართლაც ჩამოსულია საქართველოში, ამით რა პოლიტიკური რეალობა იქმნება, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ადრე თუ გვიან მოხდება მისი დაკავება.

“მას არ ჰყავს ის მრავალ ათი ათასიანი მხარდამჭერები, რომლებიც დაიცავენ. ეს არის ბლეფი. თაკო ჩარკვიანებისა და გიორგი ბარამიძეების ზმანება” – აცხადებს აბაშიძე

გია აბაშიძე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს ურჩევს, რომ არ გახდნენ სააკაშვილის “მოდელირებული დაბრუნების” მსხვერპლნი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები