LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი ომბუდსმენი მუხთარლის გატაცებაზე: ეს იყო შავი ლაქა ბოლო წლების საქართველოს ისტორიაში

75

„ერთი წლის წინ რა ფაქტიც მოხდა, ეს იყო შავი ლაქა ბოლო წლების საქართველოს ისტორიაში,“ – ასე შეაფასა ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, აფგან მუხთარლის გატაცება. ნანუაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა, რომელიც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, გაიმართა.ყოფილი სახალხო დამცველის განცხადებით, მუხთარლის საქმემ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი დააზიანა.

აფგან მუხთარლის გატაცებიდან ერთი წელი გავიდა. აქციის მონაწილეებმა მუხთარლის გათავისუფლება თავზე ტომრების ჩამოცმით მოითხოვეს.

„დღეს მე სწორედ ამიტომ ვარ, რომ უნდა შევაფასოთ ის გამოძიება, რომელიც არ არის ეფექტიანი. კითხვის ნიშნები, რომელიც დაისვა პირველივე დღიდანვე, დღეს კიდევ უფრო მეტი კითხვა ისმის. პირველივე დღეებიდანვე დაისვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, იყვნენ თუ არა ქართველი სამართალდამცველები გარეული ამ კონკრეტულ ოპერაციაში. ხელისუფლებას ჰქონდა ერთი წელი, რომ საზოგადოებისთვის დაემტკიცებინა, რომ ასეთი ეჭვები არ არსებობდა და უნდა გაექარწყლებინა. სამწუხაროდ, მე დღემდე ვერ დავინახე ხელისუფლების მიერ გადადგმული ვერანაირი ნაბიჯი, რომ მათ ეს ეჭვები გაექარწყლებინათ,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები