LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფო აუქციონზე იყიდება

aa

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ გრძელდება. სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, თბილისში, აღმაშენებლის N 60-ში მდებარე ყოფილი „მიხაილოვის“საავადმყოფოს უფუნქციოდ დარჩენილი შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. ობიექტი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი.

აუქციონის ბმული –https://www.eauction.ge/Home/EntityView/568001

შეგახსენებთ, პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები