სასტუმრო „ველმონდი”(ყოფილი „ლეოგრანდი“) დღეს, 18:00 საათზე დაიხურება, – ამის შესახებ სასტუმროს იურისტმა კახაბერ წერეთელმა განაცხადა. მისი თქმით, სასტუმროში მყოფ ტურისტებს ბათუმის სხვადასხვა სასტუმროებში დააბინავებენ.
„დღეს ჩვეულებრივ სრულდება გადაწყვეტილება და 18:00 საათზე სასტუმრო დაიხურება. რაც შეეხება ტურისტებს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით მათ სხვადასხვა სასტუმროებში დავაბინავებთ. სასტუმრო ფუნქციონირებას დაიწყებს მაშინ, როგორც კი სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს დააკმაყოფილებს,”- განაცხადა კახაბერ წერეთელმა.