მსახიობი ნინო ლეჟავას სახლში ჰყავს ძაღლები და კატა შეფარებული და ქუჩაში დარჩენილ ცხოველებზეც ზრუნავს. მსახიობი მოუწოდებს ადამიანებს, ცხოველი გარეთ არ გააგდონ.
“მე თვითონ ორი მეტისი და ერთი კატა მყავს შეფარებული სახლში, ქუჩიდან გადარჩენილები. მე როცა ზოოში ვმუშაობდი, ძალიან ბევრი, რომელსაც თავის თავი ძლივს გაჰქონდა, ლარისას მაინც იყიდდა და დაუყრიდა, რომ დამშვიდებული გულით წასულიყო იმ დღეს, რომ ერთი მაინც გამოკვება.
მე მინდა განსაკუთრებულად მივმართო იმ ხალხს, რომელიც მოდას აყოლილი ან ბავშვის თხოვნით, უზარმაზარ თანხებს იხდიან ჯიშიან ძაღლში, არაადამიანობად მიმაჩნია ასე გაუღონ კარი და ქუჩაში გადააგდონ. ეს იგივეა ბავშვი გადააგდო ბუნკერში და ჩააბარო ბავშვთა სახლში, იმიტომ, რომ ის ჩვეულებრივი ოჯახის წევრია.
არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს, რომ მე ვეღარ ვიზრუნო, თუ საშუალება ბოლომდე ამომეწურა, შიმშილობა დაიწყო ისეთი, რომ ქუჩისებს ვეღარ მივხედე, ჩემსას მაინც ვერ გავაგდებ. მე რასაც შევჭამ აუცილებლად გავუყოფ. ყოფილა შემთხვევა ჩემთვის არ მიყიდია და მიყიდია ჩემი სახლის ძაღლებისთვის. ადამიანი რაღაცებს გაუძლებს და ძაღლი უმწეოა”, – ამბობს მსახიობი.