LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყირიმში, საწვრთნელ მოედანზე, ავარიაში რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი დაიღუპა

47
სვეტლანა ბაბაევა

რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმში Россия сегодня-ს სიმფეროპოლის [ანექსირებული ყირიმის ე.წ. დედაქალაქი] ფილიალის ხელმძღვანელი და Газеты.ру-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, სვეტლანა ბაბაევა დაიღუპა.

სამთავრობო მედიასაშუალებები წერენ, რომ ბაბაევა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა ერთ-ერთ სამხედრო საწვრთნელ მოედანზე მოხდა.

„მოუსვენარი სვეტა. იყო უმაღლესი სტანდარტის პროფესიონალი, სუფთა ჟურნალისტური ბიოგრაფიით.

გულთბილი ადამიანი, რომელიც გულმოდგინედ იდგა რუსეთის გვერდით. სურდა მხარი დაეჭირა ჩვენი გმირებისთვის.“– ამბობს России сегодня-ს გენერალური დირექტორი, დიმიტრი კისელიოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები