ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ქვეყნის ლიდერის პოსტს ყოფილი პრემიერმინისტრი, სოორონბაი ჟეენბეკოვი, დაიკავებს. მას ამომრჩეველების 50%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. მის მთავარ კონკურენტს, ასევე, ყოფილ პრემიერმინისტრს კი, 33.4% მიემხრო.
ელექტრონული საარჩევნო ურნების მიერ შეგროვებული მონაცემებით, ხმის მიცემის პროცედურაში 60%-მდე ამომრჩეველმა მიიღო მონაწილოება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ოფიციალური შედეგები ბიულეტინების ხელით დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი.