LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყირგიზეთში ქათმის ხორცით 220 ადამიანი მოიწამლა

100

ყირგიზეთში ქორწილში მასობრივი მოწამვლის მიზეზი ტაილანდური წესით დამზადებული ქათამი აღმოჩნდა. ამის შესახებ ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროდან იუწყებიან.

კერძში, რომელიც ქათმისგან იყო დამზადებული, სალმონელას ბაქტერიები აღმოაჩინეს. ექსპერტების თქმით, „საკვების დამზადების დროს დამზადების ტექნოლოგია და შენახვის პირობები დაარღვიეს“.

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში 31 მარტს ქორწილში 220 ადამიანი მოიწამლა. მხოლოდ რესპუბლიკურ ინფექციურ საავადმყოფოში 198-მა ადამიანმა მიმართა და 131 მათგანი ჰოსპიტალიზებულია. კლინიკაშია 25 ბავშვი.

ქორწილის კიდევ 24 სტუმარი სხვა ქალაქების საავადმყოფოებში წევს.  რესტორანი „ალა-ტოო“, სადაც ადამიანები მასობრივად მოიწამლნენ, უკვე დააჯარიმეს. პირველი აპრილიდან რესტორანი დახურულია. თანამშრომლების წინააღმდეგ საქმე აღძრულია სანიტარული ნორმების დარღვევის მუხლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები