LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყირგიზეთის მეხუთე პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი გახდა

88

ყირგიზეთის მეხუთე პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი გახდა.

აბსოლუტურად ყველა საარჩევნო უბნიდან მონაცემები მიღებული და დათვლილია, ყველა საჩივრის და განცხადების განხილვა დასრულებულია, – აღნიშნეს ყირგიზეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

საპრეზიდენტო არჩევნები ყირგიზეთში 15 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნებში სულ 11 კანდიდატი მონაწილეობდა. ყირგიზეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა, არჩევნებში მონაწილეთა ხმების დაახლოებით 55% მიიღო. მეორე ადგილზე ხმათა 33%-ით საპარლამენტრო ფრაქცია „რესპუბლიკა-სამშობლოს“ ლიდერი, ომურბეკ ბაბანოვი, გავიდა. დანარჩენი კანდიდატები ლიდერებს მნიშვნელოვნად ჩამორჩნენ.

ცესკო-ს ინფორმაციით, ოფიციალური ინაუგურაცია 30 დღეში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები