LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყინულის სასტუმრო მთელი წელი იმუშავებს

124

შვედეთის ყინულის სასტუმრო ამიერიდან მთელი წელი იმუშავებს. IceHotel პირველად 1989 წელს ყინულის ლოდებისგან ააგეს და მას შემდეგ მას ყოველ წელს თავიდან აშენებენ. ამიერიდან კი დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას სპეციალური გამაგრილებელი სისტემით შეძლებენ, რაც მას აღარ დაადნობს. ამასთან ერთად სასტუმროს თავს ბალახით დაფარავენ, რაც მას ზაფხულის ლანდშაფტის ორგანულ ნაწილად აქცევს.

სასტუმრო ჩრდილოეთ პოლუსიდან 200 კმ- ში მდებარეობს და მას ყოველწლიურად 50 ათასი ვიზიტორი ყავს. ამიერიდან, ის ყველა სეზონზე იფუნქციონირებს, შესაბამისად მომხმარებელთა რაოდენობაც გაიზრდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები