LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყინულის პრინცესა ჰიჯაბით: პირველი არაბი მოციგურავის საუკეთესო კადრები

6444
10972447

დღეს 8 მარტია, ქალთა საერთაშორისო დღე. დროთა განმავლობაში ქალები აქტიურად ჩაერთნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დღეს ცივილურ სამყაროში ისინი მამაკაცების თანასწორად არიან ფერხულში ჩაბმულები. ასეა სპორტშიც. თუმცა გამონაკლისი აქაც გვხვდება. შეზღუდვები ძირითადად ისეთი ქვეყნებშია, რომელთა რელიგიური შეხედულება და ცხოვრებისეული წესი განსხვავებულია და თანამედროვეობას ვერ იღებს. ამიტომაც უფრო მეტად დასაფასებელია ის ხალხი, ის ქალები, ვინც ახერხებს და რკინის ფარდის ჩამოხსნას ცდილობს.

კრასნოიარსკში ზამთრის უნივერსიადა მიმდინარეობს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტსმენია ფიგურული მოციგურავე ზახრა ლარი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, რომელიც ყინულზე ჰიჯაბით გადის.

ყველა აღფრთოვანებულია ამ გოგონას სიმამაცით, რომელმაც არა მარტო მოახერხა და უფლება მიიღო საკუთარი ქვეყანა საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმოაჩინოს, არამედ საერთაშორისო ფედერაციას წესები გადაახედვინა.

ბრძოლა ჰიჯაბისთვის: ერთადერთი სპორტსმენისთვის შეცვალეს წესი და მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ყველანაირი თავსაბურავი აკრძალული იყო, ახლა ლარი ჰიჯაბით ციგურაობს.

სანამ „ყინულის პრინცესა ჰიჯაბით“ (ასე ეძახიან ლარის) შეჯიბრებისთვის ემზადება (ერთეულთა შეჯიბრი დღეს, 8 მარტს იწყება), მანამდე ნახეთ ამ მამაცი გოგონას ფოტოები, რომლის ყველაზე დიდი ოცნება ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები