LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყინულის დედოფალი“ რიანა, ოქროსფერი კიმ კარდაშიანი და ფრთიანი კეტი პერი – Met Gala-ს შოკისმომგვრელი კაბები (ფოტო)

791

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმში კოსტიუმების ყოველწლიური ცერემონია გაიმართა, რომლის მთავარი თემა რელიგიის მოდაზე გავლენა იყო. Met Gala-ზე მოსულმა სტუმრებმა საკუთარი კოსტიუმებით ნამდვილი ფურორის მოხდენა შეძლეს, თუმცა, მათ შორის იყვნენ ისეთები, ვის სამოსზეც მედიაში კიდევ ბევრს ილაპარაკებენ.

ყველაზე შთამბეჭდავ კოსტიუმებს შორის უკვე დასახელდა რიანას, ამალ კლუნის, კიმ კარდაშიანის, ჯენიფერ ლოპესის, მადონას, დონატელა ვერსაჩესა და კეტი პერის კოსტიუმები. ბარბადოსელი ლამაზმანი რიანა Met Gala-ზე „ყინულის დედოფლის“ ამპლუაში გამოჩნდა, ამალ კლუნიმ არჩევანი კორსეტსა და გრძელ ქვედაბოლოზე გააკეთა, რომელიც მოსასხამს უფრო გავდა. ჯენიფერ ლოპესს კაბაზე უზარმაზრი თვლებთ მოქარგული ჯვარი ჰქონდა დატანილი. შეუდარებელინ იყო მადონა შავი ლუქითა და ოქროსფერი გვირგვინით. მდიდრული და ავანგარდული იყო დონატელა ვერსაჩეს კაბა, ხოლო კეტი ფერი უზარმაზარი თეთრი ფრთებით წარსდგა ფოტოგრაფების წინაშე. რაც შეეხება კიმ კარდაშიანს, რეალითი-შოუს ვარსკვლავმა არჩევანი საყვარელ ფერზე გააკეთა. მის ოქროსფერ კაბაზე კი ჯვრები იყო ამოქარგული.

შედარებით უფრო თავშეკავებული და ნაკლებად ვულგარული იყო ირინა შეიკის ანა ვინტურის, ალისია ვიკანდერის, დები ჰადიდების, კენდალ ჯენერის, ქეით ბლანშეტისა და სხვა ვარსკვლავების არჩევანი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები