LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყინულის დედოფალი“ – მერაია ქერიმ მედისონ-სკვერ-გარდენზე თეთრი ქურქით გაიბრწყინა

149
Untitled.pngrtrtrt

ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ბუნებრივია, დღესასწაულები „შობის დედოფლის“ გარეშე წარმოუდგენელია. მერაია ქერიმ მედისონ-სკვერ-გარდენზე წინასაახალწლო კონცერტი გამართა, სადაც ცხადია, თავისი ყველაზე პოპულარული და ამ დროისთვის ყველაზე სმენადი კომპოზიცია All I Want for Christmas Is You შეასრულა.

ამ დღეს მერაია ნამდვილ „ყინულის დედოფალს“ ჰგავდა. მას  Adrienne Landau-ის თეთრი, ხელოვნური ბეწვის ქურქი ამშვენებდა. ამ „ლუქს“ ქერიმ მაღალყელიანი ჩექმა შეუხამა.

რაც შეეხება მერაიას საკულტო სიმღერას,  All I Want for Christmas Is You კვლავ რეკორდსმენია. საშობაო კომპოზიცია მიყოლებით უკვე 4 წელია მწვერვალებს იპყრობს და ჩარტების სათავეებს არ თმობს. რამდენიმე დღის წინ ის „ბილბორდის“ ცხელ ჩარტში პირველ პოზიციაზე განთავსდა.

ვიდეო: „შობის დედოფალმა“ სცენაზე „შობის პრინცესა“ გამოიყვანა – მერაია ქერისა და მისი 11 წლის ქალიშვილის ერთობლივი პერფორმანსი

მერაია ქერის საკულტო კომპოზიცია All I Want for Christmas Is You კვლავ რეკორდსმენია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები