LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყიფშიძიდან ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩამდე ყველაფერი განახლდება: კალაძე ჭავჭავაძეს ჯერ ისევ აკვირდება

285
121005450-657449948536223-2337177569227304674-n

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩა მუდმივად გადატვირთულია და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამის შესახებ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე, ქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

”ჭავჭავაძის გამზირზე განახლებულ ქუჩაზე გაჩნდა საავტობუსე ზოლები. არის ველობილიკები და ელექტროსკუტერებისთვის განკუთვნილი შესაბამისი სივრცეები. რთული იყო ამ სიახლეებზე მიჩვევა და ადაპტირება. ახლაც დაკვირვების პროცესში ვართ. სულ ვცდილობთ, რომ არსებული მცირე ხარვეზები გამოვასწოროთ და უკეთესობისკენ შევცვალოთ. ტრანსპორტით ჯამში ჭავჭავაძის დაფარვას 7-8 წუთი სჭირდება, რაც ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია”.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ყიფშიძის ქუჩა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ძალიან დატვირთულია და რომ პიკის საათებში ქუჩა იჭედება.
“ამ მიმართულებით გადაწყვეტილება მიღებულია, როგორც უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. ახალი პროექტის დამუშავება მიმდინარეობს – ყიფშიძის ქუჩიდან ახალ გზაზე ჩამსვლელი გზის პროექტის განხორციელება. ამას სავარაუდოდ, მომავალ წელს დავიწყებთ. ძალიან მალე მზა პროექტიც იქნება – ყიფშიძიდან ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩამდე ყველაფერი განახლდება. ეს აბსოლუტურად შეცვლის ვითარებას ყიფშიძის ქუჩაზე. ყიფშიძის ქუჩაზე არის ფარეხები, რომელიც, ასევე, მოძრაობას აფერხებს. თუ ადგილობრივი მოსახლეობა დაგვეხმარება და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ეს ფარეხები ავიღოთ, აქაც ჩვენ მაქსიმალურად მოვაწესრიგებთ არსებულ ტერიტორიას”, – განაცხადა მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები