LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყელგამოჭრილი ცოლების მკვლელების სახელები გახსოვთ ვინმეს? – თინა ხიდაშელი

91

„ამ ერთი წლის განმავლობაში მოკლული, დასახიჩრებული, ყელგამოჭრილი და ნაწამები ცოლების მკვლელების სახელები მაინც თუ გახსოვთ ვინმეს?“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი „ფეისბუქზე“ წერს.

„გუშინ ყურები დააჭრა და მთელი დღე ვერ მოვიშორე ეს დარდი, დღეს ყელი გამოჭრაო.

არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა.

ამ სიბნელეს, ძალადობის და სისასტიკის დემონსტრირების მზარდ გამოვლინებებს რა ეშველება.
ყველას ყველაფერი უკან დაგვრჩება, ეს თუ ვერ გავაჩერეთ!

მაგდა პაპიძე სირცხვილის ბოძზე გავაკარით, ასჯერ ვესროლეთ, ათასჯერ ჩამოვახრჩეთ, ლინჩის წესით გავასამართლეთ სრულიად ქვეყანამ. მე მის დაცვას არც ვაპირებ არც ვიკადრებ, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში მოკლული, დასახიჩრებული, ყელგამოჭრილი და ნაწამები ცოლების მკვლელების სახელები მაინც თუ გახსოვთ ვინმეს?

ასე ვერ შევდგებით ვერც საზოგადოებად და ვერც სახელმწიფოდ,“ – წერს ხიდაშელი.

რამდენიმე დღის წინ თეთრიწყაროს რაიონში მამაკაცმა საკუთარ ცოლს ყურები დააჭრა, ფაქტის შემსწრე მამაკაცი კი მოკლა. წუხელ, გვიან ღამით კი ეჭვიანობის ნიადაგზე მამაკაცმა 20 წლის ცოლი მოკლა.